8 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მესამე ტური კონკურსის "ნახატები ბიბლიურ თემებზე". მოეწყო კონკურსში მონაწილე ბავშვების ნახატების გამოფენა და საუკეთესოების დაჯილდოვება.

უფროს ასაკობრივ ჯგუფში გაიმარჯვა _ თამარ ტოტიკაშვილმა, საშუალო ასაკობრივ ჯგუფში _ ჯარჯი ყაველაშვილმა, ხოლო უმცროს ასაკობრივ ჯგუფში მარიამ ჭულუხაძემ.

გამარჯვეულებს გადაეცათ ახალი აღთქმა, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.

ღონისძიებას ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე ესწრებოდა. მეუფემ, დალოცა კონკურსის მონაწილე მოსწავლეები და გამარჯვება მიულოცა მათ.

კონკურსი "ნახატები ბიბლიურ თემებზე" მეორე წელია, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.

 

 SemoqmedebiTi