10 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, გაიხსნა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი _ "ქართველი ათონელები და ქრისტიანული ცივილიზაცია".

სიმპოზიუმი ეძღვნება წმ. გიორგი მთაწმინდელის დაბადებიდან 1000 წლისთავს.

კონფერენცია გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-.

უწმიდესმა დალოცა კონფერციაზე მოსული სტუმრები, მომხსენებლები და ისაუბრა ათონის მთაზე XI-XII საუკუნეებში მოღვაწე ქართველი წმინდა მამების შესახებ.

კონფერენციას ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

სიმპოზიუმის გახსნაზე მოხსენებებით წარსდგნენ: დეკანოზი პენრიკი (პაპროცკი) _ "წმ. გრიგოლ ფერაძე და წმ. გიორგი მთაწმინდელის ათონური მოღვაწეობის შესახებ", ედიშერ ჭელიძე _ "ქართველ ათონელთა ღვაწლი".

წლევანდელ IV საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობენ მეცნიერები: ამერიკიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და საქართველოდან.

სიმპოზიუმის მუშაობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაგრძელდება და 11 მაისს დაიხურება.

 

 

 SemoqmedebiTi