16 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა ახალგაზრდული კონფერენცია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ზურაბ ანჩაბაძის მიხედვით.

კონფერენციას ესწრებოდნენ სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

კონფერენციის ბოლოს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ლალი ხომერიკმა მოსწავლეებს სიგელები და წიგნები გადასცა.

კონფერენცია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს "სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ჩატარდა.

 

 SemoqmedebiTi