14 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სამეცნიერო _ პრაქტიკული კონფერენცია: `ნატურალური მედიცინა: ტრადიციები, დღევანდელობა და პერსპექტივები~.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ: არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე) _ `ნატურალური მედიცინა: ტრადიციები, დღევანდელობა და პერსპექტივები~, `მანა~- კომპანიის პრეზიდენტი, მედ. დოქტორი მანანა ესაიაშვილი _ `კომპანია `მანა~- განვითარების ეტაპები~, ბიოლ. მეცნ. დოქტორი ირაკლი ჩხიკვიშვილი _ `ფლავონოიდები-ბიოქიმია, კვება და ჯანმრთელობა~, მედ. დოქტორი მედეა სიხარულიძე, მედ. დოქტორი მანანა ესაიაშვილი, მედ. დოქტორი თეა ჩანადირი _ ` `მანა~- პრეპარატების (ბლუდიაბინი, კამელფენი, ფლავოციტრინი) კვლევათა შედეგები და მათი გამოყენების კლინიკური ასპექტები~, მედ. მეცნ. დოქტორი თამარ კვანტალიანი, მედ. დოქტორი მედეა სიხარულიძე _ `ყურძნის ნაყოფის ექსტრაქტის სამკურნალო მოქმედების მექანიზმები~ და მედ. მეცნ. დოქტორი ნანა კალანდაძე _`როდოდენდრონის ექსტრაქტის გამოყენება პრაქტიკულ მედიცინაში~.

კონფერენცია საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისა და კომპანია `მანა~- ორგანიზებით გაიმართა.

 

 SemoqmedebiTi