19 თებერვალი _ სვეტიცხოვლისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია "სვეტიცხოვლის განახლების 1000 წელი"


19 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა სვეტიცხოვლისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია "სვეტიცხოვლის განახლების 1000 წელი".
კონფერენცია შედგა ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანეს ინიციატივით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტებმა. კონფერენციას უძღვებოდა პროფესორი ვალერი სილოგავა..
კონფერენციისთვის "სვეტიცხოვლის განახლების 1000 წელი" თემების შერჩევა მიმდინარეობდა ერთი თვის მანძილზე. საკონფერენციოდ შეირჩა ათი თემა. კონფერენციის მიწურულს მონაწილე სტუდენტებს, მეუფე სტეფანემ გადასცა სიგელები და ჟურნალი "ახალგაზრდობა" .

პროფესორი ვალერი სილოგავა:
"
დღევანდელ კონფერენციაზე წაკითხული ყველა მოხსენება ეძღვნება სვეტიცხოველს ან თემატურად დაკავშირებულია მასთან. ისინი გამოირჩევა მაღალი დონით და საკითხის ღრმად შესწავლის დიდი სურვილით. წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია სვეტიცხოვლის განახლების ძველი V საუკუნის ბაზილიკური ტაძრის XI საუკუნის ათიან წლებში დიდი ზომის ჯვარგუმბათოვან ტაძრად გადაკეთების 1000 წლისთავისადმი. მოხსენებაში განხილულია სვეტიცხოვლის, როგორც ხუროთმოძღვრული ძეგლის, ასევე მისი მოხატულობის, ორნამენტური რეპერტუარის, არქეოლოგიური გათხრებისა და მისი შედეგების, ასევე მასთან დაკავშირებული ძველი და ახალი ლიტერატურული ძეგლების შესახებ".

თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი საბა სალუაშვილი კონფერენციის შესახებ:
კონფერენიცია "სვეტიცხოვლის განახლების 1000 წელი" კიდევ ერთი ნაბიჯია ქართულ ტრადიციულ საეკლესიო-სამეცნიერო ცხოვრებაში. ამიტომ ჩემთვის მეტად საპასუხისმგებლოა მუშაობა თემაზე _ "სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის აგების დროითი მიჯნები".

მსგავსი სტუდენტური კონფერენციები საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პერიოდულად. შემდეგი კონფერენციის თემა კი, დაინტერესებული სტუდენტებისთვის ცნობილი გახდება ერთ კვირაში.

 

 

 SemoqmedebiTi