22 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეტისა და დრამატურგის თამაზ ბაძაღუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

ქართველი დრამატურგი და პოეტი _ თამაზ ბაძაღუა დაიბადა (. 1959 . _ მარტვილის რაიონი) უძველეს სოფელ ნახუნაოში, პედაგოგების პოლიკარპე და თალიკო ბაძაღუების ოჯახში.

1975 წელს დაამთავრა ნახუნაოს სკოლა და ამავე წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1980 წელს თამაზმა დაამთავრა უნივერსიტეტი, დაწერა სადიპლომო ნაშრომი ოთარ ჭილაძის რომანზე "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", ამავე წელს დაიწყო მუშაობა მხატვრული თარგმანის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. 1982 წელს გამოსცა პირველი წიგნი "მესამე ზარი".

1985 წელს გამომცემლობა "განათლება"- დასტამბა მის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსები. თარგმნა პიერ პაოლო პაზოლინის, მიქელანჯელო ბუენაროტის, გიიომ აპოლინერის, რაინერ მარია რილკეს ლექსები.

თამაზი მუშაობდა დრამატურგიაშიც. მისი პიესები "იფიგენია", "ღამე და თუთიყუში", "რექვიემი ვერცხლის ქორწილისათვის", "ღუზა ჩაუშვი", "ანგელოზო", "ძველი როიალი", წარმატებით იდგმებოდა რუსთავის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის, ერთი მსახიობის თეატრების სცენაზე.

1982 წელს "ცისკრის ბიბლიოთეკის" 3-4 ნომერში გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "დღე".

1987 წლის 5 ნოემბერს პოეტი და დრამატურგი თამაზ ბაძაღუა ოჯახთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა.

 

 

 SemoqmedebiTi