9 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორაგანიზებით ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეზიის საღამო _ `ქართველი პოეტები პატრიარქს~.

საღამო მიეძღვნა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II- ის აღსაყდრების 33- წლისთავს.

ღონისძიებაზე უწმიდესისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს პოეტებმა: თემურ ჩალაბაშვილმა, ტარიელ ხარხელაურმა, ჯანსუღ ჩარკვიანმა, რევაზ ამაშუკელმა, ლია სტურუამ, ზეინაბ მეტრეველმა, მარიამ წიკლაურმა და სხვებმა.

საგალობლები შეასრულა ანსამბლებმა: `საგალობელი~, და `ჭონა~.

მოეწყო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო: ოქრომკედითა და მძივებით შესრულებული ნაქარგობები, ხატები, თექის ნამუშევრები, მინანქარი, ხის ზარდახშები და თოჯინები.

საღამოს ესწრებოდნენ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე, საზოგადო მოღვაწეები და მოწვეული სტუმრები.

 

 

 SemoqmedebiTi