28 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო პოეზიის საღამო - პატარა გიორგი ედიშერაშვილის დასახმარებლად. (3 წლინახევრის გიორგი ჰიდროცეფალიით არის დაავადებული).

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პოეტებმა: ტარიელ ხარხელურმა, ვაჟა ხორნაულმა, მარიამ ხუცურაულმა, გიორგი არაბულმა და მინდია გოგოჭურმა.

პოეტებმა მთის თემაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს.

საღამოზე შემოწირული თანხით პატარა გიორგი ედიშერაშვილს უკრაინაში უმკურნალებენ.

 

 

 SemoqmedebiTi