28 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საღამო _"ხსოვნისა და იმედის დღე".
ღონისძიება ორგანიზაცია "დევნილთა კონგრესი"-ს ორგანიზებით მოეწყო. საღამოს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ომის 200 ვეტერანი და ამავე ომში დაღუპულთა ასამდე ოჯახის წევრი.

საღამოზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები.

ორგანიზაცია "დევნილთა კონგრესი"-ს თავმჯდომარემ დავით გულუმ განაცხადა, რომ მალე წმინდა სამების ტაძრის მამათა მონასტრის ტერიტორიაზე უწმიდესისა და უნეტარესის ილია II –ის ლოცვა-კურთხევით, აიგება წმ. სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი. ეკლესია აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების სახელზე აშენდება.

ღონისძიების ბოლოს ორგანიზაცია "დევნილთა კონგრესი"-ს წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს დაა ამავე ომის ვეტერანებს, საჩუქრად ტკბილეული და ფულადი დახმარება გადასცეს.

 

 

 SemoqmedebiTi