29 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა თბილისის მერიის . ვირსალაძის სახელობის, #1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა წინასაშობაო ნამუშევრების გამოფენა, ასევე გაიმართა შემოქმედებითი საღამო.

საღამოზე ბავშვებმა წაიკითხეს პატრიოტულ თემაზე დაწერილი ლექსები. ანსამბლმა "ინანა"- შეასრულა ხალხური სიმღერები, ნანინები და საგალობლები.

ღონისძიებას დაესწრო თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი (იორამშვილი). საღამოს ბოლოს, მეუფემ, დალოცა სკოლის ხელმძღვანელობა, აღსაზრდელები და მშობლები.

სკოლის ხელმძღვანელობამ ბავშვებს საჩუქრად სიგელები და ხატები გადასცა.

 

 SemoqmedebiTi