23 დეკემბერს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყობა ცნობილი აფხაზი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ლორიკ მარშანიას წიგნის _ "ჯვარცმული-აფხაზეთი"_ს წარდგინება.
წიგნი "ჯვარცმული აფხაზეთი" ავტორის ბოლო ნაშრომია. ბატონი ლორიკ მარშანია _ 12 აგვისტოს 77 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. სამწუხაროდ, ავტორი წიგნის გამოცემას ვერ მოესწრო. წიგნში გადმოცემული ბატონ ლორიკის პოლიტიკური მრწამსი, მისი ცხოვრების კრედო, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის გზების აქტიური ძიება. 
"ჩვენ, აფხაზებს და ქართველებს, ღმერთმა და ბედმა განგვიწესა, რომ ვიცხოვროთ ერთად _ ერთ მიწაზე, ერთი ცის ქვეშ მშვიდობიანად, მეგობრობაში, ნათესაურ სიყვარულში.
დარწმუნებული ვარ _ ღვთის ნება და ხალხის სამსჯავრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, ყველა მიიღებს თავისას _ სამშობლოს ბედისადმი ჩვენი პასუხისმგებლობის თუ ჩვენი დანაშაულებრივი ქმედებების მიხედვით, რამაც აფხაზეთი და მისი ხალხი ისტორიულ ტრაგედიამდე მიიყვანა!" _ვკითხულობთ ახლად გამოცემულ წიგნში.


 

 SemoqmedebiTi