20 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყო პოეტ _ იკა ქადაგიძის წიგნის _ `უფსკრულნაგები ჰანგები~ _ წარდგინება.

წიგნში შესულია ორი პოემა და ფილოსოფიური ლექსები. პოემა `უფსკრულნაგები ჰანგები~ ასახავს სვიმონ I-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. იგი ჩაიწერა და გადაიცა საპატრიარქოს რადიო `ივერიის~ მაუწყებლობით.

იკა ქადაგიძე არის პოეტი, პროზაიკოსი, პუბლიცისტი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 6 პოეტური კრებულის ავტორი. 2005 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 2008 წლიდან კი უძღვება საპატრიარქოს რადიო `ივერიის~ლიტერატურულ გადაცემას: `ლიტერატურული საუბრები~.

 

 SemoqmedebiTi