19 დეკემბერს _ ნიკოლოზობის დღესასწაულზე, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში წარედგინა ცნობილი ქართველი ჟურნალისტ _ თეიმურაზ ქორიძის წიგნი _ `საუბრები ჟურნალისტიკაზე~ .

წიგნში ავტორი მომხიბლავად მოგვითხრობს ჟურნალისტური ხელოვნების საიდუმლოებებზე; ეთიკისა და ჟურნალისტიკის, თავისუფლებისა და სამართლის, პოლიტიკისა და ჟურნალისტიკის, ენისა და ჟურნალისტიკის ურთიერთ გავლენასა და ურთიერთ დამოკიდებულებაზე. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ისეთ პოპულარულ ჟანრებს, როგორიცაა, ჟურნალისტური გამოძიება და ჟურნალისტური პუბლიცისტიკა.

ბატონი თეიმურაზი, გვესაუბრება საქართველოს უახლესი ისტორიის უმტკივნეულეს პრობლემებზე, რაც წიგნისადმი ინტერესს ერთთავად ზრდის.

წიგნი `საუბრები ჟურნალისტიკაზე~ დიდ სამსახურს გაუწევს არა მხოლოდ თანამედროვე ჟურნალისტებს, არამედ საერთოდ, აზრის სწორად და ნათლად გადმოცემის ხელოვნებით დაინტერესებულ მკითხველს.

 

 SemoqmedebiTi