ა.წ. 27 დეკემბერს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პატრიარქის ნათლულებთან (ნაწილთან) შეხვედრა. ღონისძიებაზე მისი უწმინდესობის ნათლულთა გუნდმა (ხელმძღვანელი მაია მიქაბერიძე) შეასრულა სიმღერები და საშობაო საგალობლები.

დეკანოზმა შალვამ (კეკელია) დალოცა ბავშვები, მათი მშობლები, და-ძმები, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ესაუბრა ქრისტიანული სწავლების შესახებ.

მსგავსი შეხვედრები მისი უწმინდესობის კურთხევით და საპატრიარქოს ნათლულებთან ურთიერთობის განყოფილების  თანამშრომლების ორგანიზებით პანდემიამდე რეგულარულად ტარდებოდა და მომავალი წლიდან კვლავ განახლდება. იგი მიზნად ისახავს ბავშვების ერთმანეთთან დაახლოებას, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრებს და საუბრების ჩატარებას ქრისტიანულ თემებზე.

c3807231-1c21-43cb-b32a-3442d67d7f3b d7b34d5d-2e5b-4fce-81ee-937967f3560a
74664f11-e746-4190-b534-0935e6160a2f

 

 SemoqmedebiTi