2023 წლის 14 ნოემბერს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა ფსიქოლოგიური დახმარების და ტრენინგების ცენტრ ''თამარიანის" პრეზენტაცია.

   ღონისძიება გახსნა ცენტრ ,,თამარიანის" დამფუძნებელმა, ფსიქოლოგმა, ტრენერმა, მერი მექვაბიშვილმა: „დღეს ჩაეყარა საფუძველი ფსიქოლოგიის ახალ მიმართულებას ,,ქრისტიანული ფსიქოლოგია” (სახელწოდება 2011 წლიდან დაერქვა სასულიერო აკადემიის ფსიქოლოგიურ ფაკულტეტს) და მასზე დაფუძნებული, ფსიქოლოგიური დახმარების და სულიერი განვითარების ცენტრის ,,თამარიანი” დაარსებას. ბედნიერი ვარ, რომ ამ სათნო და ფუნდამენტურ საქმეში შემაქვს ჩემი წვლილი და ღვთის წყალობით, კურთხევით, მეტად განვავითარებ მას, როგორც მიმართულებას“.

 ,,თამარიანი” ეფუძნება ფსიქოლოგიის და მართლმადიდებლური ქრისტიანობის სინთეზის პრინციპებს, რაც გულისხმობს სულიერ სიჯანსაღეზე, სიმშვიდეზე, განვითარებაზე ზრუნვას და მიზნად ისახავს ქრისტიანულ ღირებულებებზე მორგებულ ფსიქოლოგიურ დახმარებას:
 ქალბატონებისთვის, მოზარდებისთვის, ბავშვებისთის, ოჯახური წყვილებისთვის, მშობლებთან და მოზარდებთან წყვილში, მოიცავს, განმავითარებელ და პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ სერთიფიცირებულ ტრენინგებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დეკანოზები დავით ციცქიშვილი და იაკობ უშიკიშვილი, თავდაცვის ძალების სამხედრო ექიმი, მაიორი ლელა ქრისტესიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

1c34d807-7b37-4d23-bcc8-1540c035bbf7 c0af3690-b6f0-4982-b194-0b636394c969.jpg
3f761f5c-a07a-4d33-a6a7-dc47b7d106bd 6f1d5ccc-47b0-4dfc-9789-5033b229345c

 

 SemoqmedebiTi