„ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნითი ეტაპი - გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია

 

 

2023 წლის 18 მაისს   საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნითი ეტაპი - გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია.
   კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასული მონაწილეები საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ და ალექსანდრე ნეველის სახ. ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბიძინა ბუნიამ დააჯილდოვეს. მონაწილეებს გადაეცათ სიგელები, გამარჯვებულები გამოვლიდნენ სამი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, დაჯილდოვდნენ სიგელებით და სასაჩუქრე ვაუჩერებით.

კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ 2022 წლის გამარჯვებულები:

                      
უფროსი ასაკობრივი ჯგუფი

(15-18 წელი)

I _ შიოშვილი მარიამი 17 წლის -   თბილისის 180-ე საჯ. სკოლა

II _ ოთარაშვილი მარიამი 16 წლის - თბილისის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი -2“    

III _ რუხაძე დავით   18 წლის - ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლა-პანსიონი    

 

საშუალო ასაკობრივი ჯგუფი

(10-13 წელი)

I _ სულაქველიძე თამარი 13 წლის - თბილისის 27-ე ხელოვნების სკოლა

II _ ღოღობერიძე პეტრე 11 წლის - წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მართლმადიდებლური სკოლა

III _ კოხტაშვილი ელენე 12 წლის - დედოფლისწყაროს სამხატვრო სკოლა

 

 

 

უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი

(6-9 წელი)

I _ მელაძე გაბრიელი 8 წლის - წმ.ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მართლმადიდებლური სკოლა

II _ სხილაძე ნინო 9 წლის - წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მართლმადიდებლური  სკოლა

III _ წიქარიშვილი ლილე 8 წლის - წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლა

 

ნომიმაცია: ყველაზე პატარა მონაწილე

შურღაია ელენე 7 წლის - წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მართლმადიდებლური სკოლა


   კონკურსი - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ მეთორმეტე წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

 

348368271 1006865500674716 8177378168114901772 n 348361105 595281395915561 387080550500022093 n
348356099 655994686541003 3487320174375217943 n 348356024 561162089432422 6891027790184752360 n
348355342 1252468642038968 4705997108792875506 n 348355203 792859022202127 7059559082212315331 n
345906359 169819472420322 3076860910353909730 n 345816341 199181532998467 1305597155088624372 n
345799701 1197484190917180 5885286158803125714 n 345782736 244085738215187 7724054060250116578 n
345782733 607368798023566 7208844314360630212 n 345770313 851517113269972 4544559394937844940 n
345740013 710727060826267 9215428313727699611 n 345735814 203898629131483 3703254011643441570 n
345728720 767973191606984 2184758156425074815 n 345669972 765820698256843 3284816782714646679 n
345668012 914163893205661 9185819637055132538 n 345663649 789172862500021 1176187873609617605 n
345637496 632752648893777 5409124794830485732 n 345624557 789541885849337 6675162330337445441 n

 

 

 

 

 SemoqmedebiTi