სასკოლო-პრაქტიკული კონფერენციის - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“, მეორე ეტაპი - „წერის დღე“

 

   2023 წლის 8 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სასკოლო-პრაქტიკული კონფერენციის - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“, მეორე ეტაპი - „წერის დღე“. მასში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა მოსწავლემ. მონაწილეებს დასაწერად გადაეცათ თავისუფალი თემები.

სასკოლო-პრაქტიკული კონფერენცია ყოველწლიურად იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა რაიონის მოსწავლეები. მეორე ეტაპის შედეგად, მოხდება თემების გადარჩევა და გამოვლინდება საუკეთესო ნამუშევრები მესამე ეტაპისთვის, რომელიც ჩატარდება კონფერენციის სახით, სადაც კონკურსანტები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს. წლის ბოლოს კი კონფერენციის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო თემები გამოქვეყნდება წიგნის სახით. 

 

 342872677 5943792992356339 4188229329338345451 n

342955119 1648373485678512 99880499413893230 n

344289810 748589493630905 1415939294690165507 n

344295735 616745997055901 1806635207786816259 n

 

 SemoqmedebiTi