საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II- ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2023 წლის 30 იანვრიდან აცხადებს კონკურსს

„ნახატები ბიბლიურ თემებზე“

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს 6 - დან -18 წლის ჩათვლით. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თავისუფალ თემაზე შესრულებული სამი ნახატი და შეავსოს განაცხადი (იხ. დანართი).                                                      

კონკურსი მოიცავს სამ ტურს:

I ტური - განაცხადის შემოტანის დროს კონკურსანტს საშინაო დავალების სახით, ნახატების შესასრულებლად, ეძლევა ბილეთი შვიდი თემით (ძველი და ახალი აღთქმიდან), რომლის   ჩაბარების ბოლო ვადაა 2023 წლის 28 აპრილი.

II ტური - სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე 2023 წლის მაისში მოეწყობა ხატვის დღე: I ტურში გადასული კონკურსანტები შეასრულებენ თითო ნახატს ბიბლიურ თემებზე.  

III ტური - კონკურსანტს კვლავ ეძლევა, საშინაო დავალების სახით, მეორე ბილეთი შვიდი თემით (ძველი და ახალი აღთქმიდან), რომლის ჩაბარების ბოლო ვადაა 2023 წლის 29 სექტემბერი.

მესამე ტურის ბოლოს სპეციალური ჟიური გამოავლენს საუკეთესო ნამუშევრებს.

2023 წლის ბოლოს მოეწყობა გამოფენა-დაჯილდოების ცერემონიალი. გამოვლინდებიან უმცროს, საშუალო და უფროს ასაკობრივ ჯგუფებში I, II, III ადგილის მფლობელები. საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე, ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.

კონკურსის III ტურში გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სიგელები. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით და სასაჩუქრე ვაუჩერებით.

კონკურსის დებულება იხილეთ ვებ-გვერდზე www.axalgazrdoba.ge

განაცხადებები მიიღება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ყოველ დღე 11- დან 18 საათამდე შაბათ-კვირის გარდა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 5 95  905 258  

       imail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

ახალგაზრდული ცენტრის მისამართი: ელიას მთა. წმ. სამების საკათედრო ტაძარი. I სართული.

 

განცხადების ფორმა

 

 

 

 SemoqmedebiTi