თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის მიერ ორგანიზებული გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სემინარიის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნამუშევრები

2019 წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II აღსაყდრებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის მიერ ორგანიზებული გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო სემინარიის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნამუშევრები.

გამოფენაში ასევე მონაწილეობდა           საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილება, სამების ნატიფი ხელოვნების სკოლა; წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა; თბილისის სახელოსნოები; ეკლესია-მონასტრები და რეგიონებიდან სხვადასხვა ავტორები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საერო და საეკლესიო დანიშნულების ნივთები, სხვადასხვა შესამოსელი და აქსესუარები, ქართული თექა და ბატიკა, ხატები, თანამედროვე ოსტატების მიერ შესრულებული ხეზე ჭრისა და ქვაზე კვეთის ნიმუშები, ოქრომკედით ნაქარგობა, ხევსურული ნაქარგობა, ქართული აბრეშუმი, ხელნაკეთი თოჯინები.

 

 SemoqmedebiTi