დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის ყოველწლიური ღონისძიება - „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“
2019 წლის 27 სექტემბერს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის ყოველწლიური ღონისძიება - „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“.
17:00 სთ-ზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარმა გადაიხადა პანაშვიდი ერთიანობისთვის დაღუპული მეომართა სულის მოსახსენიებლად, შემდეგ კი, ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, გაიმართა ხსოვნის საღამო.