საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის

 

სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი

 

28 თებერვლის ჩათვლით

 

აცხადებს მოხსენებების მიღებას

 

2020 წლის სასკოლო-პრაქტიკული კონფერენციისათვის

 

 

 

რწმენა ჩვენს ცხოვრებაშ

 

პროექტი მოიცავს სამ ეტაპს.

პირველ ეტაპზე ხდება მოსწავლეთა (V-დან - XII კლასების ჩათვლით) თემების გამოგზავნა ახალგაზრდული ცენტრის ელექტრუნულ მისამართზე;

თემების განხილვისა და შეფასების შედეგად მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები დაბარებული იქნებიან სამების საკათედრო ტაძარში და ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარებულ წერით დღეზე დამოუკიდებლად დაწერენ ჩვენს მიერ მიცემულ განსხვავებულ თემას.

პირველი და მეორე თემის შედარება-შეფასების შედეგად დადებითად შეფასებული მოსწავლეები გადადიან მესამე, დასკვნით ეტაპზე - კონფერენციაზე, სადაც წარსდგებიან თავდაპირველად გადმოგზავნილი მოხსენებებით.

მოხსენებები მიიღება 2020 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით) 11.00 დან 18.00 საათამდე, როგორც წერილობით, (ელიას მთა წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი), ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მისამართი- Email:  -   This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

თემები გადმოგზავნილი უნდა იყოს სკოლის ან პედაგოგის პირადი ელექტრონული ფოსტიდან. თუ, რამდენიმე დღის მანძილზე, ჩვენგან არ დაგიბრუნდათ თემის რეგისტრაციის ნომერი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე.

 

მოხსენებაში მითითებული უნდა იყოს ქალაქის, რაიონის, სოფლის, სკოლის სრული დასახელება; თემის სათაური; თემის ავტორისა და ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია - სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერები.

 

ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს: - თემატურად შეესაბამებოდეს კონფერენციის დასახელებას, შრიფტი - acadnusx ; ზომა - 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5; თემაზე მუშაობისას გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

გაითვალისწინეთ, რომ - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში - არის კონფერენციის ზოგადი სახელწოდება და არ უნდა გამოიყენებოდეს, როგორც თემის სათაური!!!

 

პროექტის  კორდინატორი   ლელა ბოჭორიშვილი   599 24 88 56 ;     579 33 19 13

 

 SemoqmedebiTi