მოგესალმებით

პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო ნახატების კონკურსის მე-2 ტური - „ხატვის დღე“ გადაიდო საშემოდგომოდ. ამ ეტაპზე, ვინც ღებულობს მონაწილეობას კონკურსში „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ გადაეგზავნებათ მე-3 ტურის ბილეთი შესასრულებლად, რომლის მოტანის ბოლო ვადაა 22 სექტემბერი. გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი შემდეგ ნომერზე 595 90 52 58.

 

2019 წლის 25 დეკემბერს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II  აღსაყდრებასთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის მიერ ორგანიზებული გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება სემინარიის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნამუშევრები.

გამოფენაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ:  საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილება, სამების ნატიფი ხელოვნების სკოლა;  წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა; თბილისის სახელოსნოები; ეკლესია-მონასტრები და რეგიონებიდან სხვადასხვა ავტორები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საერო და საეკლესიო დანიშნულების ნივთები, სხვადასხვა შესამოსელი და აქსესუარები, ქართული თექა და ბატიკა, ხატები, თანამედროვე ოსტატების მიერ შესრულებული ხეზე ჭრისა და ქვაზე კვეთის ნიმუშები, ოქრომკედით ნაქარგობა, ხევსურული ნაქარგობა, ქართული აბრეშუმი, ხელნაკეთი თოჯინები.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.
დასწრება თავისუფალია.

 

 

 SemoqmedebiTi