2019 წლის 20 ივნისს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ნანა ყალიჩავას მეორე პოეტური კრებულის „წრფელი ალილუია“ წარდგინება.
ქალბატონი ნანას შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ პოეტები და საზოგადო მოღვაწეები.