2019 წლის 14 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწის, ბერი მიხეილ - გობრონ საბინინის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო - „სანთელ - საკმეველი გზას არ დაჰკარგავს“. ბერი მიხეილ-გობრონ საბინინის ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ ისაუბრეს: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ვაჟა კიკნაძემ, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარიამ გაჩეჩილაძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნესტან სულავამ, რეჟისორმა დოკუმენტური ფილმისა: „ხატი „საქართველოს დიდება „- მიხეილ - გობრონ საბინინი“ რუსუდან ძნელაძემ.

 

 

 SemoqmedebiTi