კონკურსი ნახატები ბიბლიურ თემებზე


 

კონკურსისნახატები ბიბლიურ თემებზე
2019 წლის 16 მაისს - II ტური - ხატვის დღე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, მეცხრე წელია, ყოველწლიურად ტარდება კონკურსი - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“. რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
2019 წლის 16 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება კონკურსის - ნახატები ბიბლიურ თემებზე II ტური - ხატვის დღე“.
კონკურსანტებს წაუკითხავენ ამონარიდს წმინდა წერილიდან, რომლის მიხედვით მონაწილეები შეასრულებენ ერთ ნახატს.
მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.

 

Last Updated (Wednesday, 10 April 2019 09:52)

 

 SemoqmedebiTi