2019 წლის 24 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნითი ეტაპი - გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია. კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები, ხოლო გამარჯვებულები გამოვლიდნენ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, რომელთაც გადაეცათ სიგელები და სპეციალური პრიზები.

 

უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი (6-9წ.):

 

I - მაღრაძე გიორგი 8წ. თბილისის #180 საჯ. სკოლა. ამავე სკოლის ხელოვნების პედაგოგი: ია ვაშაყმაძე.

II - ძებისაშვილი თენგიზ 8 წ. თბილისი #27 ხელოვნების სკოლა. ამავე სკოლის ხელოვნების პედაგოგი მაგდანა მაისურაძე.

III - ჟიჟიაშვილი მარიამი 8წ. მცხეთა. სოფ. წეროვნის #1 საჯ. სკოლა. ამავე სკოლის ხელოვნების პედაგოგი: ნუნუ ჯაფარიძე

ნომინაცია: ყველაზე უმცროსი - ჭუმბურიძე ნინო. 6 წ. მწვანე სკოლა

 

საშუალო ასაკობრივი ჯგუფი (10-14წ):

I - სამხარაძე ანა 14 წ. თელავის ე. ახვლედიანის სახ. საბავშვო სამხატვრო სკოლა. სკოლის პედაგოგი: ლია ხელაშვილი

II - გურამიშვილი ნიკოლოზი, 10 წ. რუსთავის #16 საჯ. სკოლა. ამავე სკოლის ხელოვნების პედაგოგი: ნათია ქერელაშვილი. და სტუდია არტ-კერას ხელოვნების პედაგოგი: დოროხინა ტატიანა

III - შიოშვილი მარიამი 13 წ. თბილისის #180 საჯ. სკოლა. ამავე სკოლის ხელოვნების პედაგოგი: ნუნუ ჯაფარიძე.

უფროსი ასაკობრივი ჯგუფი (15-18წ.):

 

I - ყაულაშვილი სოფიკო, 16 წ. გორი. #5 საჯ. სკოლა. პედაგოგი: ეკა კოკოზაშვილი.

II - ჯავახიშვილი ნაზი, 17 წ. თელავი. სოფ. გულგულის საჯ. კოლა

III - ცეცხლაძე ბესარიონი, 15 წ. ბათუმის #1 საჯ. სკოლა

სიგელები და სპეციალური პრიზები გამარჯვებულებს გადასცეს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარემ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი), კონკურსის ჟიურიმ, სამხატვრო აკადემიის პროფესორებმა ხატვის და ფერწერის განხრით: ელდარ ქავშბაიამ, ვლადიმერ დურულმა, ოთარ ჩაკვეტაძემ, ასევე ბავშვების საყვარელმა მხატვარმა  ზაალ სულაკაურმა, პარალელურად, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიხსნა კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც გაგრძელდება 4 თებერვლამდე.

 

კონკურსი „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ უკვე მერვე წელია, რაც უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნით ეტაპზე მონაწილეობა მიიღო თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების  ორასმა  მოსწავლემ.