2018 წლის 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიხსნა მხატვარ ბადრი გოგოლაძის პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „ბინდის ფერები“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 15 ნამუშევარი. ნახატები შესრულებულია გუაშის საღებავებით. მხატვრის ნამუშევრებში ასახულია საქართველოს სილამაზე, წარსული ისტორიული ძეგლები და სხვადასხვა კუთხის ტრადიციები. გამოფენა გაგრძელდება 15 ივლისამდე.

 

იხილეთ სოციალურ ქსელში:


 

 

 SemoqmedebiTi