2018 წლის  25  ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სტუდენტური ლიგის ფინალი. მონაწილეობდნენ: ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი - „ალილუია“; თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის გუნდი - „გული გონიერი“; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გუნდი - „ადონაი-ნისი“.

თამაში დამთავრდა შემდეგი შედეგით: I ადგილი - გამარჯვებული გუნდი - „ალილუია“ (26 ქულა). II ადგილი - გუნდი - „გული გონიერი“  (14 ქულა). III ადგილი - გუნდი - „ადონაი-ნისი“ (13 ქულა).
ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სტუდენტური ლიგა მეხუთე  წელია მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით. კონკურსში გამარჯვებული გუნდი სამოგზაუროდ გაემგზავრება ისტორიულ ტაო-კლარჯეთში.

 

 SemoqmedebiTi