2018 წლის 22-23 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში  გაიმართა კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ II ტური -„ხატვის დღე“.

კონკურსანტებს წაუკითხეს ამონარიდი წმინდა წერილიდან, რომლის მიხედვით მონაწილეებმა შეასრულეს ერთი ნახატი. ხატვის დასრულების შემდეგ ბავშვებს დაევალათ შვიდი ნახატის შესრულება ძველი და ახალი აღთქმიდან კონკურსის III ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც უნდა წარმოადგინონ  8  ოქტომბრამდე.

კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. 
კონკურსი - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“, მერვე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო 500 მოსწავლემ. მეორე ტურში გადავიდა 200-ზე მეტი მოსწავლე.

 


 

 SemoqmedebiTi