10 - 11 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სასკოლო-პრაქტიკული კონფერენცია „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“. 
კონფერენციას უძღვებოდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის პროექტის კორდინატორი ლელა ბოჭორიშვილი. ორივე დღეს გამარჯვებული ნაშრომები წარმოადგინა საქართველოში არსებულმა სხვადასხვა სკოლის 110 მოსწავლემ. წარმოდგენილი თემებიდან საუკეთესოები გამოიცემა წიგნის სახით. 
კონფერენციაში მონაწილე ყველა მოსწავლეს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისგან გადაეცა სიგელები.
კონფერენცია 2009 წლიდან ტარდება უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. მასში მონაწილეობენ სკოლის მოსწავლეები საქართველოს ყველა რაიონიდან. 
კონფერენცია ტარდება სამ ეტაპად: 
I ეტაპი - ნამუშევარი თემების გამოგზავნა;
II ეტაპი - წერითი დღე, რომელზეც გადავიდნენ ის მოსწავლეები, რომელთა თემა დამაკმაყოფილებლად შეფასდა;
III ეტაპი - კონფერენცია, რომელზეც საკუთარი თემის პრეზენტაციით წარსდგებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც I და II ეტაპზე შესრულებული ნამუშევრების შედარებით მაღალი შეფასება მიიღეს.
2017-2018 სასწავლო წლის პერიოდში პროექტში მონაწილეობდა - 200-მდე მოსწავლე. II ეტაპზე გადავიდა - 172; III ეტაპზე კი - 110 მოსწავლე.

 

 

 SemoqmedebiTi