მე-10 ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა

2017 წლის 15 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნა მე-10 ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ყველა მონაწილეს ორგანიზატორებისგან სამახსოვრო სიგელები გადაეცათ. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 5 დან -16 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ნახატები, თექის ნამუშევრები და პლასტელინის ნაძერწები. გამოიფინა 200-მდე ნამუშევარი. გამოფენა გაგრძელდება 17 ნოემბრამდე.

პატრიარქისადმი მიძრღვნილი შემოქმედებითი საღამო და გამოფენა

ამა წლის 28 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა შემოქმედებითი საღამო, სახელწოდებით - „უფლის სიყვარული გადაგვარჩენს“, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების მე -40 წლისთავს. ღონისძიებაზე პირველად გამოიფინა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მხატვრის, საქართველოსა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის წევრის, მადლენა ბარაბაძის ნამუშევრები. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული 100-მდე ნამუშევარი: პორტრეტები, პეიზაჟები, რელიგიურ და სამშობლოს თემაზე შესრულებული ნახატები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე ,აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე დავით ბაძაღუა. ღონისძიების ორგანიზატორია: აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნების განყოფილება, აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირი „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“, აფხაზეთის მხატვართა კავშირი. მხარდამჭერები: საქართველოს საპატრიარქო, ქ. თბილისის მერია, აფხაზეთის მთავრობა, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი. გამოფენა გაგრძელდება 2 დეკემბრამდე.

საქველმოქმედო საღამო ხატია თვაურის დასახმარებლად

2017 წლის 12 დეკემბერს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა საქველმოქმედო საღამო ხატია თვაურის დასახმარებლად. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ანა ნოზაძე, ზურა ორმოცაძე, ზვიად ნავროზაშვილი, ტარიელ ხარხელაური, თორნიკე თოდრია,თეონა დემეტრაშვილი, გოგა საბანაძე, ლანა შვანგირაძე, მგალობელთა გუნდი „აღსავალი“, ანსამბლები "თორდა" და"სამება". საღამოს უძღვებოდა ხატია კუტივაძე. 17 წლის ხატია თვაური ცხვირის ძგიდისა და პლასტიკური ოპერაციის შემდეგ იმყოფება კომაში და მართვით სუნთქვაზე. საჭიროა გოგონას მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაუტარდეს. ღონისძიებიდან შემოსული თანხა ხატია თვაურის ოჯახს გადაეცემა.

სოფელ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარების დასახმარებლად

2017 წლის 13 დეკემბერს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება სოფელ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარების დასახმარებლად, რომელშიც მონაწილებდნენ პოეტები: გიორგი სუხიშვილი, ბექა ხუციშვილი, ხათუნა კვესელავა, მიხეილ ღანიშაშვილი, ლაშა ცელაძე, გაგა გომართელი, თემურ ცერცვაძე ნინო ჭინჭარაული, თორნიკე თოდრია, ასევე ანსამბლები: „სამება“ და „ფერხისა“. ღონისძიების ორგანიზატორები სალომე კვირიკაშვილი, ანსამბლ „სამების“ ხელმძღვანელი გიორგი სუხიშვილი და ანსამბლის წევრები ახალი წლის დღეებში ხურვალეთის მოხუცებულთა თავშესაფრის ბენეფიციალებს ეწვევიან. მოხუცებულებს ტკბილეულს, საკვებ პროდუქტებს და ტანსაცმელს ჩაუტანენ ასევე გამართავენ მოხუცებულებისთვის საახალწლო კონცერტს.

აკადემიკოს თამაზ ბიბილურის შემოქმედებითი საღამოალბომებიაკადემიკოს თამაზ ბიბილურის შემოქმედებითი საღამო

2017 წლის 14 დეკემბერს საქართველოს მწერალთა კავშირისა და საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს ორგანიზებით, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა პუბლიცისტის, კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის (კინოდოკუმენტალისტის), გაზეთების: „სხივის“, „სოლიდარობის“ და „სამშობლოს“ დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, აკადემიკოს თამაზ ბიბილურის შემოქმედებითი საღამო. აქვე პრესისა და რადიო-ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის ჩატარდა ბრიფინგი; მოეწყო „თამაზ ბიბილურის საერთაშორისო ფონდი ახალი თბილისის“ წარდგენა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II -ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა. პირველად, ექსპოზიციაზე ნაჩვენები იქნა პატრიარქის მოღვაწეობის ამსახველი ზოგიერთი უნიკალური კადრები აგრეთვე საერთაშორისო აქცია „მშვიდობით იარაღოს“, რომელიც დალოცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, ერთი ნაწილის გამოფენა. პირველად გამოიფინა საქართველოს ისტორიული მოვლენების ამსახველი უნიკალური ფოტოები.

გამოფენა სახელწოდებით: „მე მინდა საქართველო მიცნობდეს“ალბომებიგამოფენა სახელწოდებით: „მე მინდა საქართველო მიცნობდეს

2017 წლის 18 დეკემბერს კომპანია ,,კრეატივ ივენთის“ ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით: „მე მინდა საქართველო მიცნობდეს“. ყველა მონაწილეს ორგანიზატორებისგან სამახსოვრო სიგელები გადაეცათ. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 5 წლიდან -18 წლამდე ასაკის მოსწავლეთა ნახატები, ხელნაკეთი ნივთები. გამოიფინა 300-მდე ნამუშევარი.. კომპანია ,,კრეატივ ივენთი“ შეიქმნა 2016 წელს, რომელიც წარმატებით ახორცილებს საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.

პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

2017 წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II -ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ: საპატრიარქოსთან არსებული სამრევლო სკოლები, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა, თბილისის სახელოსნოები და რეგიონებიდან სხვადასხვა ავტორები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საერო და საეკლესიო დანიშნულების ნივთები, სხვადასხვა შესამოსელი და აქსესუარები, ქართული თექა და ბატიკა, ხელნაკეთი თოჯინები, ხატები, თანამედროვე ოსტატების მიერ შესრულებული ხეზე ჭრისა და ქვაზე კვეთის ნიმუშები, ოქრომკედით ნაქარგობა, ქართული აბრეშუმის ბალიშები და თეთრეული, ხევსურული ნაქარგობა. გამოფენის გახსნას დაესწრო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო (მუჯირი), შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე), თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე). მეუფეებმა გამოფენის ორგანიზატორები და მონაწილეები დალოცეს.

ანსამბლ "ერქვანის" მეოთხე აუდიო-ვიდეო ალბომის წარდგინება

2017 წლის   25 დეკემბერსსაქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ანსამბლ "ერქვანის" მეოთხე აუდიო-ვიდეო ალბომის წარდგინება, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II -ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს.

ანსამბლმა შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები, სადღესასწაულო და წირვა-ლოცვის სხვადასხვა სკოლის საგალობლები.

მგალობელ-მომღერალ გუნდ „ფერხისას“ შემაჯამებელი გალობის საღამო

2017 წლის 26 დეკემბერსსაქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა მგალობელ-მომღერალ გუნდ „ფერხისას“ შემაჯამებელი გალობის საღამო, რომელიც მიეძღვნა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II -ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს.

ანსამბლმაშეასრულა სადღესასწაულო და წირვა-ლოცვის სხვადასხვა სკოლის საგალობლები.

საქველმოქმედო საღამო 19 წლის იოანე ანდრიაძის დასახმარებლად

2017 წლის 29 დეკემბერსსაპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა საქველმოქმედო საღამო 19 წლის იოანე ანდრიაძის დასახმარებლად, რომელიც ერთ წელზე მეტია ებრძვის სიმსივნეს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  პოეტები და ფოლკლორული ანსამბლები. შემოსული თანხა მოხმარდება იოანეს მკურნალობას.

ანგარიშის ნომერი(საქართველოს ბანკი) GE21BG0000000760339200

მიმღები: თორნიკე ანდრიაძე.

 

 

 SemoqmedebiTi