ინტელექტუალური კონკურსი
„ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“
2 0 1 7 - 2 0 1 8
განაცხადი სარაიონო ეტაპისათვის
საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს განაცხადების მიღებას ინტელექტუალური კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სარაიონო ეტაპისთვის.
• მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიასა და საზღვარგარეთ არსებული ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს;
• კონკურსი გაიმართება ორ ასაკობრივ ჯგუფში: V-VIII და IX-XII კლასის მოსწავლეებში;
• თითოეული გუნდი შედგება შვიდი ძირითადი და სამი სათადარიგო წევრისგან;
• თითოეულ გუნდს ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერასა და საგალობელს;
• მხარდამჭერთა ჯგუფი ყალიბდება იმავე სკოლის მოსწავლეებით, რომლითაც დაკომპლექტებულია მოასპარეზე გუნდი.
• კონკურსი ტარდება ხუთ ეტაპად:
1. სასკოლო;
2. სარაიონო;
3. ზონალური;
4. ნახევარფინალი;
5. ფინალი
ასევე ჩატარდება სანუგეშო ეტაპები, რომელიც გულისხმობს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას (იხ. კონკურსის დებულება).
• თითოეულმა გუნდმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი, რომელშიც მითითებული იქნება:
ა) ქალაქის , რაიონის , სკოლის სრული დასახელება;
ბ) გუნდის სახელწოდება;
გ) გუნდის ძირითადი წევრებისა და სათადარიგო შემადგენლობის სია, თითოეულზე კლასის მითითებით;
დ) გულშემატკივართა მიერ შესასრულებელი საკონცერტო ნომრების ჩამონათვალი (ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი);
ე) გუნდის ხელმძღვანელის, სკოლის დირექტორისა და სკოლის საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
ვ) 50 კითხვა-პასუხი წმიდა წერილიდან (25 - ძველი და 25 - ახალი აღთქმიდან), თითოეულზე წყაროს მითითებით (გამოიყენეთ მხოლოდ საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლია).
წყაროების მითითების მაგალითები: 1. (დაბ. 1; 7); 2. (მთ. 3; 19); 3. (I მეფ. 5; 12) 4. (აპოკ. 4; 7) და ა.შ.
განაცხადები მიიღება 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 11.00 დან - 18.00 საათამდე, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მისამართზე:
e-mail:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა, თქვენ მიიღებთ სარეგისტრაციო ნომერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუკავშირდით კონკურსის კოორდინაოტორს, ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ელიას მთა. წმ. სამების საკათედრო ტაძარი. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.
კონკურსის წესებში ცვლილებებია, ამიტომ გთხოვთ ყრადღებით გაეცნოთ კონკურსის დებულებას ვებ-გვერდზე: www.axalgazrdoba.ge ან ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/საპატრიარქოს-ახალგაზრდული-ცენტრი-251436844908215/timeline/
კონკურსის კორდინატორი: ლელა ბოჭორიშვილი
599 24 88 56 ; 579 33 19 13