საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი იწყებს საბავშვო წიგნის IV ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას 2018  წლის 12  აპრილამდე
ფესტივალში მონაწილეობის პირობები:
მონაწილეობის მსურველმა გამომცემლობებმა უნდა წარმოადგინონ 2014-2017 წლებში გამოცემული საბავშვო წიგნები;
ფესტივალის ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში:
1. საუკეთესო ზღაპრების კრებული;
2. საუკეთესო საბავშვო მოთხრობების კრებული;
3. საუკეთესო შემეცნებითი წიგნი;
4. საუკეთესო საბავშვო პოეზიის კრებული;
5. საუკეთესო საბავშვო წიგნი ხელოვნებაზე;
6. საუკეთესო ილუსტრაციები;
7. კლასიკოსები საბავშვო ლიტერატურაში.
8. საუკეთესო საბავშვო გამომცემლობა;

ასევე ავტორებს შეუძლიათ წარმოადგინონ გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები ელექტრონული სახითშრიფტი: Acadnusx, ზომა - 12, დაშორება - 1.5. (სასურველია, იყოს სამ ეგზემპლარად). საუკეთესო ნაწარმოები გამოიცემა წიგნად ახალგაზრდული ცენტრის მიერ.
მონაწილეობისათვის ავტორებმა და გამომცემლობებმა უნდა შეავსონ სპეციალური ანკეტები საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში და წარმოადგინონ საფესტივალო წიგნები 3 ეგზემპლარად, ყოველდღე 11.00-18.00 საათამდე.
მის.: წმ. ელიას მთა, სამების საპატრიარქო ტაძარი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.

საბავშვო წიგნის ფესტივალი მოეწყობა 28 აპრილს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.

T.:   599 24 88 56    //     Email: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it      //     www.axalgazrdoba.ge

 

 

 

 SemoqmedebiTi