2017 წლის 2 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსისნახატები ბიბლიურ თემებზე“ II ტური -„ხატვის დღე“.
კონკურსანტებს წაუკითხეს ამონარიდი წმინდა წერილიდან, რომლის მიხედვით მონაწილეებმა შეასრულეს ერთი ნახატი.
ხატვის დასრულების შემდეგ ბავშვებს დაევალათ შვიდი ნახატის შესრულება ძველი და ახალი აღთქმიდან კონკურსის III ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც უნდა წარმოადგინონ 31 ოქტომბრამდე.
კონკურსის -„ნახატები ბიბლიურ თემებზე“ II ტურში - „ხატვის დღემონაწილეობა მიიღო 100 -ზე მეტმა ბავშვმა.
კონკურსი - „ნახატები ბიბლიურ თემებზემეშვიდე წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

 

 SemoqmedebiTi