2017 წლის 2 ივნისს, 12:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ II ტური -„ხატვის დღე“. კონკურსანტებს წაუკითხავენ ამონარიდს წმინდა წერილიდან, რომლის მიხედვით მონაწილეები შეასრულებენ ერთ ნახატს. კონკურსი - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“, მეშვიდე წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული. დასწრება თავისუფალია.

 

 SemoqmedebiTi