წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ცაგერის სასულიერო სემინარია (კოდი 176) აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2017-2018 სასწავლო წლისთვის თეოლოგიის (კოდი 1760101) და ქრისტიანული ფსიქოლოგიის (კოდი 1760102) საგანმანათლებლო პროგრამებზე. კვალიფიკაცია _ თეოლოგიის ბაკალავრი და ქრისტიანული ფსიქოლოგიის ბაკალავრი. აბიტურიენტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების სარეგისტრაციო სიაში 2017 წლის 31 მარტამდე, აგრეთვე უნდა წარმოადგინონ: • ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი ატესტატი; • პირადობის მოწმობა; • ცნობა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ; • განცხადება. თუ აბიტურიენტი წარმატებით დაძლევს ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ის დაიშვება სემინარიის შიდა გამოცდებზე, რომლებიც ჩატარდება 2017 წლის 31 აგვისტოდან შემდეგ საგნებში: • საქართველოს ისტორია (ზეპირი + ტესტი); • კატეხიზმო (ზეპირი) საბუთები მიიღება ყოველდღე 11 სთ-დან 17 სთ-მდე ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში 2017 წლის 20 აგვისტომდე. მისამართი: ცაგერი, რუსთაველის ქ. #65. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ რეგისტრაციისას ან რაიმე სხვა საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ დარეკოთ: ტელ. 591-000-515 ან 599-533-154. სწავლა უფასოა. სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან საერთო საცხოვრებლითა და კვებით. გისურვებთ წარმატებას!

 

 SemoqmedebiTi