სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა -კურთხევით, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, ყოველ პარასკევს 15:00 სთ-ზე, ათი კვირის განმავლობაში, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდება აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მცირე პარაკლისი. ყოველი პარაკლისის შემდეგ ფილოსოფიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე ჩაატარებს ლექციას, რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს:

1) ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობის შესახებ.

2) ქართლში მართლმადიდებელი ეკლესიის სამოციქულო დაფუძნებულობის მეცნიერული მტკიცებულებანი (ორი ლექცია).

3) ბერძნულ-ქართული საეკლესიო წყაროები ქართლისა და აფხაზეთის გაქრისტიანების, წმინდა მირონის კურთხევის დაწესების, კათოლიკოსთა ხელთდასხმისა და სხვა საეკლესიო საკითხების შესახებ.

4) წარმატების შესახებ. შიშის შესახებ. უფლის ლოცვის შესახებ. განკუთვნის შესახებ.

5) უძველესი საეკლესიო წყაროები გარდაცვლილთა მოსახსენებელი დღეების შესახებ.

6) ადამიანის ხატება და მსგავსება ღვთისადმი.

7) მადლი და ცხონება.

8) კაცობრიობის მდგომარეობა განკაცებამდე. იუდეველებისა და წარმართების შესახებ. ძველი აღთქმა.

9) ღვაწლი როგორც გადამწყვეტი პირობა ცხონებისა. სულიერი მოღვაწეობა.

10) მაცხოვრის ყოვლადბრწყინვალე აღდგომა და ჯოჯოხეთის წარტყვევნა. მართალთა სულების გამოყვანა და გამოხსნა ჯოჯოხეთიდან. ლექციის დასრულების შემდგომ, საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში მობრძანებულ ადამიანებს მიეცემათ საშუალება კითხვები დაუსვან ბატონ ედიშერს, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. დასწრება თავისუფალია.

 

 SemoqmedebiTi