2016 წლის 15-16 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართა სასკოლო-პრაქტიკული კონფერენცია - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“. კონფერენციას უძღვებოდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის პროექტის კორდინატორი ლელა ბოჭორიშვილი. ორივე დღეს გამარჯვებული ნაშრომები წარმოადგინა საქართველოში არსებულმა სხვადასხვა სკოლის 100-მდე მოსწავლემ. წარმოდგენილი თემებიდან საუკეთესოები გამოიცემა წიგნის სახით. კონფერენციაში მონაწილე ყველა მოსწავლეს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისგან გადაეცა სიგელები. კონფერენცია ყოველწლიურად იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და მასში მონაწილეობენ სკოლის ასაკის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

 

 SemoqmedebiTi