2017 წლის 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პროექტის წარდგინება - „მრავალშვილიანობა ქვეყნის სიძლიერეა“. ღონისძიების ორგანიზატორია მრავალშვილიანი დედების ორგანიზაცია „გენი ქართული“, რომლის მიზანია მრავალშვილიანობის პოპულარიზაცია საქართველოში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ გამართა საქველმოქმედო ფსიქოლოგიური ტრენინგი მრავალშვილიანი დედებისთვის. საბავშვო ავტორმა ირმა ხურცია-ანდრიაძემ თავისი წიგნი „წათე და უხილავი მეგობარი“ საჩუქრად გადასცა მრავალშვილიან ოჯახებს. ნაწარმოები ექვსშვილიანი ოჯახის ცხოვრებაზეა და მკითხველს ბედნიერი ოჯახის ჯანსაღ სქემას სთავაზობს. ამ წიგნისთვის ავტორი დაჯილდოვებულია კათოლოკოს-პატრიარქის სიგელით. „გენი ქართულის“ კეთილშობილურ მისიას შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც აფასებს მრავალშვილიანი ოჯახების ღვაწლს გაწეულს ჩვენი მცირერიცხოვანი ქვეყნის წინაშე

.

 

 SemoqmedebiTi