2016 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნითი ეტაპი - გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია. გამარჯვებულები გამოვლიდნენ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, რომელთაც გადაეცათ სიგელები და სახატავი საშუალებები პრიზების სახით. უფროსი ასაკობრივი ჯგუფი: I ადგილი - ნანა ოყუჯავა 16 წლის II ადგილი - ფატი ნატროშვილი 16 წლის III ადგილი - გოგი შეყილაძე 17 წლის საშუალო ასაკობრივი ჯგუფი: I ადგილი - ანა სამადაშვილი 12 წლის II ადგილი - თემურ მიქავა 13 წლის III ადგილი - ზორო მურადოვი 14 წლის უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი: I ადგილი - მარიამ მეგრელი 9 წლის II ადგილი - ელენე ბერძენიშვილი 8 წლის III ადგილი - თეკლა ჯაფიაშვილი 7 წლის სიგელები და სახატავი საშუალებები გამარჯვებულებს გადასცეს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის თავმჯდომარემ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) და კონკურსის ჟიურიმ: ვახტანგ მეგრელიშვილმა, გიორგი ჩაჩანიძემ, ზაალ სულაკაურმა, მურად იამანიძემ. პარალელურად, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიხსნა კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, რომელიც გაგრძელდება 15 იანვრამდე. კონკურსი „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ უკვე მეექვსე წელია, რაც უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ დასკვნით ეტაპზე მონაწილეობა მიიღო თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების 130-მდე მოსწავლემ

 

 

 

 

 

 


 

 

 SemoqmedebiTi