2016 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გელათის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებით გაიმართა აკადემიის პრეზიდენტის, რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსები, სასულიერო პირები, სხვა საპატიო სტუმრები. საღამო მუსიკალურად გააფორმა მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდმა. ღონისძიების მონაწილეებმა მიტროპოლიტ იოანეს საიუბილეო თარიღი მიულოცეს და მის მოღვაწეობაზე ისაუბრეს. საღამოს ბოლოს ნაჩვენები იქნა მეუფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გადაღებული ფილმი.

 

 SemoqmedebiTi