2016 წლის 10 ნოემბერს საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო საღამო სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოხუცების დასახმარებლად. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ტარიელ ხარხელაურმა , ერეკლე საღლიანმა , ჯუბა ღებელმა , რეზო ადამიამ, თამარ ლომიძემ, ნაზი სარჯველაძემ, მარინა კოლხიდაშვილმა, ნინო მოდრეკილაძემ, ხვიჩა ყალაბეგაშვილმა, მიხეილ ღანიშაშვილმა , მაია მახარაშვილმა, მაიკო მიქაიამ, იზა ჭიკაიძემ, თორნიკე თოდრიამ, ნათია თაბაგარმა, ასევე სერვანტესის სახელობის გიმნაზიის ,,აია-ჯესს“ მოსწავლეებმა. ღონისძიებას უძღვებოდა ქალბატონი გიული ჩქარეული. მოეწყო გამოფენა-გაყიდვა; გამოიფინა მხატვრების: რეზო ადამიასა და თამარ ლომიძის ნახატები და მიტროპოლიტ თადეოზის, მამა თავმას ჩოხელის, ტარიელ ხარხელაურის, ერეკლე საღლიანის და სხვა ავტორების წიგნები. შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

 

 SemoqmedebiTi