2016 წლის 6 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა დოკუმენტური ფილმების სტუდია „გუთანის“ ახალი კინოპროექტის - „მოუარე საქართველოს“ მეხუთე ფილმის - „ქრისტეს მერთვლეები“ ( თემა: ვაზისა და ღვინის სამშობლო) წარდგინება. ფილმი მოგვითხრობს ქართული ვაზის და ქვევრის ღვინის 8000 წლოვანი ისტორიის შესახებ. რეჟისორი ლექსო გელაშვილი, კინოპროდიუსერი დავით ყალიჩავა. ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ: სასულიერო პირები, მევენახეობისა და მეღვინეობის მკვლევარები, კინოდოკუმენტალისტები და საზოგადო მოღვაწეები. ამა წლის 14 ივლისიდან კინოპროექტი ,,მოუარე საქართველოს” ფარგლებში დაიწყო სტუდია „გუთანის“ ფილმების პერიოდული გამოცემა მართმადიდებლურ ჟურნალ ,,კარიბჭესთან” ერთად. პირველ ეტაპზე, 10 თვის განმავლობაში, ყოველ თვე გამოვა ახალი ფილმი DVD დისკზე.

 

 SemoqmedebiTi