2016 წლის 19 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება გუდამაყრული პოეზიის საქველმოქმედო საღამო. საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ პოეტები: ტარიელ ხარხელაური, მარიამ წიკლაური, თავმას ჩოხელი, ადამ ბექაური და ფოლკლორული ანსამბლები, საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე გუდამაყრის სკოლის მოსწავლეები. ღონისძიებაზე წაკითხული იქნება გოდერძი ჩოხელის და მამუკა წიკლაურის ლექსები. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ფოლკლორული ანსამბლები . შეგროვდება მხატვრული ლიტერატურა და საჭირო საკანცელარიო ნივთები გუდამაყრის სასკოლო ბიბლიოთეკისათვის. საღამოს მსვლელობისას იმოქმედებს შესაწირი ყუთი. შეგროვებული თანხა მოხმარდება გუდამაყრის სკოლის მოსწავლეების სასწავლო პირობების გაუმჯობესებას. მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული. დასწრება თავისუფალია.

 

 SemoqmedebiTi