2016 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო საღამო დალი დოიჯაშვილის დასახმარებლად. ქალბატონი დალი არის სამაჩაბლოდან ტოლვილი, დაეწვა საცხოვრებელი ფართი, რომელიც გამოეყო ლტოლვილთა კომიტეტის მიერ. ამჟამად ცხოვრობს ქირით. ღონისძიებაზე წარედგინა ახალგაზრდა პოეტის ნათია თაბაგარის პირველი პოეტური კრებული „გულის კალამი“. სიტყვით გამოვიდნენ: გიული ჩქარეული, თორნიკე თოდრია, ლაშა ბარათაშვილი, მაყვალა ლიპარტელია და სხვ. საღამოს უძღვებოდა პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ქალბატონი მზია ხეთაგური. ღონისძიებაზე შესაძლებელი იყო პოეტის ახლახანს გამოცემული წიგნის შეძენა. შემოსული თანხა გადაეცა ქალბატონ დალი დოიჯაშვილს.

 

 SemoqmedebiTi