2016 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პიროვნული ზრდის ხელოვნება „მიზანი“-ს ოფიციალური გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები სასულიერო სემინარია-აკადემიიდან, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან, საქართველოს უნივერსიტეტიდან, შსს-ს აკადემიიდან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრიდან, ასევე, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოტერაპიის ინსტიტუტიდან. „მიზანი“ წარმოადგენს პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებულ ცენტრს. მისი სამუშაო მიმართულებას წარმოადგენს, ძირითადად, ფსიქოლოგია. ორგანიზაცია ფართო საზოგადოებას სთავაზობს შემდეგ პროდუქტებს: 1. ინდივიდუალური ფსიქო-კონსულტირება და ფსიქო-თერაპია. 2. ტრენინგები - როგორც სასწავლო, ასევე ტერაპიული სახის. მაგ.: „დასაქმება“, „პირადი ურთიერთობები“, „წარმატება“ და სხვ. 3. ფსიქო-განათლების პროექტი - რომლის ფარგლებშიც იმართება ღია შეხვედრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, სხვადასხვა თემატიკაზე. მაგ.: რა განსხვავებაა ფსიქოლოგს, ფსიქოტერაპევტს, ფსიქიატრს, ნერვოპათოლოგს შორის; როგორ დავძლიოთ შინაგანი ბარიერები; რა არის აგრესია და აგრესიული ქცევა და სხვ. 4. სოციალური პროექტები. „მიზანი“ მომხმარებელს სთავაზობს ინოვატორულ პროექტებსა და აქტივობებს. იგი ღიაა შემოქმედებითი მიდგომებისა და ახალი იდეების მიმართ.

 

 SemoqmedebiTi