2016 წლის 30 აგვისტოს, ფონდი „მოლოდინი“ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების კომიტეტები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, აწყობენ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს - 30 აგვისტოს.
ღონისძიება ჩატარდება საქართველოს 5 ქალაქში:
თბილისი – 12:00 სთ. – საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი ( ელის მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული).
15:30 სთ. – დიღმის ძმათა სასაფლაო.
ზუგდიდი – 12:00 სთ. – უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელობის სკვერი, ჯანაშიას ქ. #2.
ქუთაისი/წყალტუბო – 15:00 სთ. – წყალტუბოს კულტურის პარკი.
ბათუმი – 11:00 სთ. – უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელობის სკვერი, პუშკინისა და ლორიას ქუჩების კვეთა.
გორი – 12:30 სთ. – გორის კულტურისა და დასვენების პარკი „ახალი ბაღი“.
საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2000-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად.
30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან ხოლო სრულიად საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათი ოჯახების მხარდაჭერა, ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს.
ამ ღონისძიებებზე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს მთელი საქართველოს მასშტაბით საშუალება ეძლევათ შეხვდნენ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს, კიდევ ერთხელ გაიხსენონ გაუჩინარებული ახლობლები და ერთმანეთს გაუზიარონ განცდები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი - მაია ალხაზიშვილი - 591 601 721
თბილისი – ნანა ქარდავა - 595 50 62 59 და ნინელი ანდრიაძე - 599 47 12 42
ზუგდიდი – ნანა ხარაიშვილი - 558 284 555
ქუთაისი - ზაზა თუთისანი - 577-98-89-55
ბათუმი - ნანა ჭანტურია - 555 56 26 00
გორი - გულნაზი დევაძე - 592 54 55 45

 

 SemoqmedebiTi