2016 წლის 8 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა 2008 წლის ომში გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის საღამო, სახელწოდებით - ,,გვახსოვს 8 აგვისტო“.
მონაწილეობდნენ პოეტები: ლელა ნინუა, ვაჩე რაინდელი, ოთო ფალიანი, გაგა გომართელი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ბატონი გელა ჩარკვიანი, 2008 წლის ომში გარდაცვლილ მეომართა ოჯახის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიების ფარგლებში 17:00 სთ-ზე, სამების საკათედრო ტაძარში, არქიმანდრიტმა ლაზარემ 2008 წლის ომში გარდაცვლილ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
 

 SemoqmedebiTi