2016 წლის 12 ივლისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა რევაზ შანიძის ტრადიციული მრავალხმიანობის სტუდიის საეკლესიო გალობის და ხალხური სიმღერის საღამო. მონაწილეობდნენ სტუდიის მგალობელ - მომღერალთა გუნდი და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი. ამჯერად, რიგით III საანგარიშო სოლო კონცერტზე, ანსამბლებმა შეასრულეს საგალობლები, ხალხური სიმღერები, ასევე ნაკლებად ცნობილი მუსიკალური ნიმუშები. ტრადიციული მრავალხმინობის სტუდია დაარსდა 2011 წელს რევაზ შანიძის მიერ დეკანოზ დავით შარაშენიძის ლოცვა-კურთხევით ქ. თბილისის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის სარეპეტიციო დარბაზში.

 

 SemoqmedebiTi