2016 წლის 18 ივლისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა გიული ჩქარეულის ახალი, რიგით მესამე, ლექსების კრებულის - „დრო უშენობით სავსე“ წარდგინება. კრებულში სხვადასხვა თემატიკაზე დაწერილი 250-მდე ლექსია შესული. რედაქტორია ცნობილი ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური. პოეტური კრებული დაიბეჭდა გამომცემლობა „კალმოსანში“. საღამოს უძღვებოდნენ ტარიელ ხარხელაური და ერეკლე საღლიანი. პოეტის შემოქმედებითი მოღვაწეობა შეაფასეს მწერლებმა და მეგობრებმა. ღონისძიებაზე შესრულდა ქალბატონ გიულის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. ღონისძიებას დაესწრნენ ცნობილი მწერლები, პოეტები, სასულიერო პირები და საზოგადოებისთვის სხვა ცნობილი ადამიანები.

 

 SemoqmedebiTi